პროექტის
,,მცენარეების ზრდა-განვითარება“
რ ე ფ ლ ლ ე ქ ს ი ა
პროექტის
განხორეციელების იდეა გაჩნდა მას შემდეგ რაც
მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეისწავლეს მასალა-,,მცენარეების ზრდა-განვითარება“.ამ
საკითხის შესწავლისას მოსწავლეების მხრიდან წამოვიდა სურვილი,რათა უკეთ შეგვესწავლა
აღნიშნული საკითხი.
გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი,,მცენარეების ზრდა-განვითარება“.პროექტში
მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები და მათი
მშობლები.პროექტის დასაწყისში მათ ვთხოვე სახლის პირობებში დაეთესათ ლობიოს თესლი
და და ათესლის მიღების შემდეგ მოეტანათ მათ
მიერ გაზრდილი ლობიო სკოლაში.
მოსწავლეები
დიდი ხალისითა და ინტერესით ეკიდებოდნენ მათთვის მიცემულ დავალებას.აკვირდებოდნენ მცენარის ზრდა-განვითარებას და შედეგებს ინიშნავდნენ.
მას შემდეგ რაც ლობიო გაიზარდა,გამოჩნდა პირველი აღმონაცენი
და მოისხა თესლი,სკოლაში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია.პრეზენტაციას ესწრებოდნენ მშობლები.მათ
ისაუბრეს მცენარის ზრდა -განვითარების ეტაპებისა და მათი მოვლის პირობების შესახებ.პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობდა
ჩემს მიერ მომზადებული სლაიდით.
მოსწავლეების
მიერ შესრულებული დავალება სრულყოფილად იყო
წარმოდგენილი.მათ ისწავლეს თუ რა ეტაპებს გადიოდა თესლი მიწაში მოხვედრიდან თესლის
განვითარების დასრულებამდე.განსაკუთრებით მომეწონა მათ მიერ ნაამბობი,თუ როგორ უვლიდნენ
ისინი მცენარეს და როგორ უხაროდათ მცენარის პირველი ფოთლის გამოჩენა და ყვავილის განვითარება.მინდა
ავღნიშნო რამოდენიმე მოსწავლის ნაშრომი ,მათ ქოთანში არ აღმოცენდა ლობიო.მსჯელობისა
და დაფიქრების შემდეგ მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ მათ სათანადოდ არ მოუარეს
მცენარეს და სითბოსა და წყლის დროულად ვერ
მიწოდების შედეგად მცენარე ვერ განვითარდა.ასევე
ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა თესლის ვარგისიანობა(თესლი არ იყო სწორად შერჩეული).
პროექტის
დასასრულს მოვაწყეთ ექსკურსია ,,გარდენიაში",სადაც მოსწავლებმა დაათვალიერეს მცენარეები,კიდევ ერთხელ ისაუბრეს მცენარეების ზრდა-განვითარების
შესახებ,გადაიღეს სურათები.და საკუთარი ხელით ჩარგეს ქოთნებში მცენარე.
ვფიქრობ
პროექტი წარმატებული გამოდგა.მოსწავლეებმა დიდი სიხარული და ინტერესი გამოხატეს პროექტის
განმავლობაში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პროექტში მშობელთა ჩართულობა.ამ პროექტის შემდეგ
მომსწავლეები უფრო მეტად ჩაერთნენ სასწავლო პროექტში და გამოთქვეს სურვილი,რათა კიდევ
განგვეხორციელებინა მსგავსი ტიპის პროექტები.