პროექტის ავტორი
|
ნატალია ათენაშვილი-სოფრომაძე
|
კლასი
|
მე-3
|
პროექტის დასახელება
|
მცენარეების ზრდა-განვითარება-,,ლობიო“
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
პროექტის შინაარსი
|
მოსწავლეებმა
მოიძიონ ინფორმაცია, მცენარის ზრდა -განვითარებისა და გამრავლების შესახებ, უყურონ
ვიდეო ფილმს.მოეწყოს ექსკურსია გარდენიის ბაღში,სადაც ჩატარდება გაკვეთილი.პროექტის
დასასრულ მოეწყოს პრეზენტაცია,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეებთან ერთად
მათი მშობლებიც.მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობისას სახლის პირობებში დათესავენ
ლობიოს თესლს და დააკვირდებიან მის ზრდა-განვითარებას.
|
პროექტის განხორციელების დრო
|
2 თვე
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლემ
მოიპოვოს,საჭირო მასალა მცენარის ზრდა-განვითარებისათვის,მოახდინოს
დაკვირვება იმ ეტაპებზე,
რაც უნდა გაიაროს მცენარემ ზრდის დასრულებამდე. |
საგნებთან კავშირი
|
ამ პროექტს შეიძლება კავშირი
ჰქონდეს მათემატიკასთან, შეიძლება დავადგინოთ დროის ხანგრძლივობა, რაც დასჭირდა
მცენარის ზრდის დასრულებას.ქართულთან–წელიწადის რომელ დროს შეიძლება ამ მცენარის ზრდა-განვითარება. |
მოსალოდნელი შედეგი
|
თესლიდან
უნდა გავზარდოთ ყვავილი და მივიღოთ
თესლი.მცენარის სასიცოცხლო ციკლის შესწავლა
|
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი
|
ბუნ.III.1.მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.
·
ასრულებს ინსტრუქციას, აკვირდება კონკრეტულ სასიცოცხლო გამოვლინებას
(მაგ., აღმონაცენის ზრდა) და აღრიცხავს შედეგებს.
|
საჭირო რესურსი
|
ქოთანი,მიჭა,ლობიოს მარცვლები,წყალი.
|
პროექტის მსვლელობა
|
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა სახლის პირობებში დარგეს ქოთნებში
ლობიო.ზრდიდნენ და აკვირდებოდნენ მის ზრდა-განვითარებას.რვეულებში ინიშნავდნენ
დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.ლობიოს თესლი არ აღმოცენდა რამოდენიმე მოსწავლის ქოთანში.მსჯელობის
შედეგად დავასკვენით,რომ მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა წყალი და მზის
სინათლე და რომ შესაძლოა მათ ვერ მოუარეს სთანადოდ მცენარეს,რის შედეგადაც თესლმა
ვერ შეძლო განვითარება.
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
u რამდენი თესლი(კურკა) აქვს
ა,ვაშლის ,თხილის,ლობიოს,საზამთროს ნაყოფს? ატმის,ბლის.
უპასუხეთ კითხვებს :
1.რა პირობებია საჭირო თესლის აღმოცენებისათვის? |
პროექტის შეჯამება
|
ჯგუფების მუშაობა იყო აქტიური, ხალისიანი. ისინი ინტერესით აკვირდებოდნენ თესლის აღმოცენებას. შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
|
მოსწავლეთა შეფასება
|
სიტყვიერი
კომენტარი
|
ნატალია ათენაშვილი-თბილისის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
суббота, 28 апреля 2018 г.
პროექტი ,,ლობიო"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий