ნატალია ათენაშვილი-თბილისის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

суббота, 28 апреля 2018 г.


პროექტის  ,,მცენარეების ზრდა-განვითარება“

რ ე  ფ ლ           

 

        პროექტის განხორეციელების იდეა  გაჩნდა მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეისწავლეს მასალა-,,მცენარეების ზრდა-განვითარება“.ამ საკითხის შესწავლისას მოსწავლეების მხრიდან წამოვიდა სურვილი,რათა უკეთ შეგვესწავლა აღნიშნული საკითხი.

        გადავწყვიტე  განმეხორციელებინა პროექტი,,მცენარეების ზრდა-განვითარება“.პროექტში მონაწილეობას იღებდნენ  მოსწავლეები და მათი მშობლები.პროექტის დასაწყისში მათ ვთხოვე სახლის პირობებში დაეთესათ ლობიოს თესლი და  და ათესლის მიღების შემდეგ მოეტანათ მათ მიერ გაზრდილი ლობიო სკოლაში.

         მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ეკიდებოდნენ მათთვის მიცემულ დავალებას.აკვირდებოდნენ  მცენარის ზრდა-განვითარებას და შედეგებს ინიშნავდნენ.

      მას შემდეგ რაც ლობიო გაიზარდა,გამოჩნდა პირველი აღმონაცენი და მოისხა თესლი,სკოლაში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია.პრეზენტაციას ესწრებოდნენ მშობლები.მათ ისაუბრეს მცენარის ზრდა -განვითარების ეტაპებისა და მათი  მოვლის პირობების შესახებ.პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობდა ჩემს მიერ მომზადებული სლაიდით.

      მოსწავლეების მიერ შესრულებული  დავალება სრულყოფილად იყო წარმოდგენილი.მათ ისწავლეს თუ რა ეტაპებს გადიოდა თესლი მიწაში მოხვედრიდან თესლის განვითარების დასრულებამდე.განსაკუთრებით მომეწონა მათ მიერ ნაამბობი,თუ როგორ უვლიდნენ ისინი მცენარეს და როგორ უხაროდათ მცენარის პირველი ფოთლის გამოჩენა და ყვავილის განვითარება.მინდა ავღნიშნო რამოდენიმე მოსწავლის ნაშრომი ,მათ ქოთანში არ აღმოცენდა ლობიო.მსჯელობისა და დაფიქრების შემდეგ მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ მათ სათანადოდ არ მოუარეს მცენარეს და სითბოსა და  წყლის დროულად ვერ მიწოდების შედეგად  მცენარე ვერ განვითარდა.ასევე ერთ-ერთ   მიზეზად დასახელდა თესლის ვარგისიანობა(თესლი  არ იყო სწორად შერჩეული).

         პროექტის დასასრულს მოვაწყეთ ექსკურსია ,,გარდენიაში",სადაც მოსწავლებმა დაათვალიერეს  მცენარეები,კიდევ ერთხელ ისაუბრეს მცენარეების ზრდა-განვითარების შესახებ,გადაიღეს სურათები.და საკუთარი ხელით ჩარგეს ქოთნებში მცენარე.

          ვფიქრობ პროექტი წარმატებული გამოდგა.მოსწავლეებმა დიდი სიხარული და ინტერესი გამოხატეს პროექტის განმავლობაში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის  პროექტში მშობელთა ჩართულობა.ამ პროექტის შემდეგ მომსწავლეები უფრო მეტად ჩაერთნენ სასწავლო პროექტში და გამოთქვეს სურვილი,რათა კიდევ განგვეხორციელებინა მსგავსი ტიპის პროექტები.

 

    

 

  

 

პროექტის პრეზენტაცია


პროექტი ,,ლობიო"


პროექტის ავტორი       
ნატალია ათენაშვილი-სოფრომაძე
კლასი
მე-3
პროექტის დასახელება
მცენარეების ზრდა-განვითარება-,,ლობიო“
მოსწავლეთა რაოდენობა
25
პროექტის შინაარსი
მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია, მცენარის ზრდა -განვითარებისა და გამრავლების შესახებ, უყურონ ვიდეო ფილმს.მოეწყოს ექსკურსია გარდენიის ბაღში,სადაც ჩატარდება გაკვეთილი.პროექტის დასასრულ მოეწყოს პრეზენტაცია,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც.მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობისას სახლის პირობებში დათესავენ ლობიოს თესლს და დააკვირდებიან მის ზრდა-განვითარებას.
პროექტის განხორციელების დრო
2 თვე
პროექტის მიზანი
მოსწავლემ მოიპოვოს,საჭირო მასალა მცენარის    ზრდა-განვითარებისათვის,მოახდინოს დაკვირვება იმ ეტაპებზე,
  რაც უნდა გაიაროს მცენარემ ზრდის დასრულებამდე.
საგნებთან კავშირი
 ამ პროექტს შეიძლება კავშირი ჰქონდეს მათემატიკასთან, შეიძლება დავადგინოთ დროის ხანგრძლივობა, რაც დასჭირდა
მცენარის ზრდის დასრულებას.ქართულთან–წელიწადის რომელ
დროს შეიძლება ამ მცენარის ზრდა-განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი
თესლიდან უნდა  გავზარდოთ ყვავილი და   მივიღოთ თესლი.მცენარის სასიცოცხლო ციკლის შესწავლა
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი
ბუნ.III.1.მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითად გამოვლინებებ.
 
·         ასრულებს ინსტრუქციას,  აკვირდება კონკრეტულ სასიცოცხლო გამოვლინებას (მაგ., აღმონაცენის ზრდა) და აღრიცხავს შედეგებს.
 
საჭირო რესურსი
ქოთანი,მიჭა,ლობიოს მარცვლები,წყალი.
პროექტის მსვლელობა
 
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა სახლის პირობებში დარგეს  ქოთნებში  ლობიო.ზრდიდნენ და აკვირდებოდნენ მის ზრდა-განვითარებას.რვეულებში ინიშნავდნენ დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.ლობიოს  თესლი არ აღმოცენდა რამოდენიმე მოსწავლის ქოთანში.მსჯელობის შედეგად დავასკვენით,რომ მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა წყალი და მზის სინათლე და რომ შესაძლოა მათ ვერ მოუარეს სთანადოდ მცენარეს,რის შედეგადაც თესლმა ვერ შეძლო განვითარება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
u  რამდენი თესლი(კურკა) აქვს ა,ვაშლის ,თხილის,ლობიოს,საზამთროს ნაყოფს? ატმის,ბლის.
უპასუხეთ კითხვებს :
1.
რა პირობებია საჭირო თესლის აღმოცენებისათვის?
პროექტის შეჯამება
 ჯგუფების მუშაობა იყო აქტიური, ხალისიანი. ისინი ინტერესით აკვირდებოდნენ თესლის აღმოცენებას. შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
მოსწავლეთა შეფასება
სიტყვიერი კომენტარი